18/03/2009
მედია ანონსი
18 მარტი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
კომპანია "გუდვილი" გამართავს პრესკონფერენციას როგორც HACCP-ის სისტემის დამნერგავი ქართულ საცალო პროდუქციის ბაზარზე
ხუთშაბათი, 19 მარტი, 12:00 საათი - კომპანია "გუდვილი" (მის: ფარნავაზ მეფის №1) გამართავს პრესკონფერენციას, რომლის მიზანიც მედიისათვის კომპანიის მიერ საქართველოში პირველად საცალო გაყიდვებში HACCP-ის სისტემის დანერგვის პრეცენდენტის გაცნობაა, კომპანია ასევე ყურადღებას გაამახვილებს "გუდვილში" დანერგილ ISO სტანდარტების საკითხებზე.
HACCP-ის ფარგლებში "გუდვილმა" დანერგა საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი ინტეგრირებული სისტემა, რომელიც მომხმარებლისთვის წარმოადგენს კომპანიის მიერ წარმოებული და მიწოდებული პროდუქტის/მომსახურების მაღალი ხარისხის და ჯანმრთელობისათვის უვნებლობის გარანტიას.
12:00 საათზე, პრესკონფერენციის დაწყებამდე, "გუდვილის" პიცერიაში ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ცნობილ ფრანგ კონდიტერებს, გაეცნონ და დააგემოვნონ მათ მიერ საოცარი ოსტატობით მომზადებული ორიგინალური პროდუქტები.
12:30 საათზე "გუდვილის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კონფერენცია, რომელზეც ჟურნალისტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას კომპანია "გუდვილის" მიერ დანერგილი სტანდარტების როგორც მენეჯმენტის (ISO), ისე უშუალოდ პროდუქციის (HACCP) ხარისხის კონტროლის საკითხებში.
"გუდვილმა" ჟურნალისტებისათვის ასევე მოამზადა სპეციალური საჩუქრები "გუდვილის" ბულანჟერიის ხაზიდან, რომელიც HACCP-ის სისტემის კრიტერიუმებზეა დაფუძნებული.
აღსანიშნავია, რომ 2010 წლის ბოლოსთვის საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან HACCP-ის სისტემის დანერგვა აუცილებელი მოთხოვნა იქნება კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისთვის. „გუდვილი" აქაც ინოვატორი კომპანიის იმიჯს არ ღალატობს და ერთ-ერთი პირველი ამკვიდრებს სისტემას ნებაყოფლობით.
"გუდვილი" უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობაში მიღებულ ფრთოსან ფრაზას - ერთგვარ სლოგანს: "Safer food - better business", რაც ნიშნავს უვნებელ სურსათს, პრესტიჟულობას და კომპანიის მომსახურებით სულ უფრო მეტად კმაყოფილ მეტ კლიენტს.
###
HACCP-ის შესახებ:
HACCP-ის (Hazard Analysis - Critical Control Points); საფრთხის ანალიზი - კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სისტემა პირველად გამოყენებული იქნა გასული საუკუნის 60-იან წლებში აშშ-ს აერონავტიკის და კოსმოსის ნაციონალური სააგენტოს (NASA) მიერ მთვარის პროგრამაში მონაწილე ასტრონავტებისთვის საკვების დამზადების მიზნით.
მოგვიანებით, 80-იანი წლებიდან, HACCP-მა ფართო გავრცელება პოვა მთელ მსოფლიოში და დღეისთვის ის გამოიყენება როგორც სურსათის უვნებლობის და სტანდარტების სფეროში მოქმედი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციის "კოდექს ალიმენტარიუსის კომისიის" (FAO/WHO Codex Alimentarius Commission) ძირითადი სახელმძღვანელო სისტემა. HACCP-ის სტანდარტები დანერგილი აქვთ მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს: Procter&Gamble, DANON-PARMALAT, British American Tobacco, Chivas Brothers, Bacardi-martini limited.
HACCP-ის სისტემის დანერგვა ნიშნავს იმას, რომ წარმოების მთლიანი ციკლის განმავლობაში - ნედლეულის შესყიდვიდან მზა პროდუქციის რეალიზაციამდე, თითოეულ ეტაპზე ხორციელდება მოსალოდნელი რისკების განსაზღვრა, ანალიზი უკეთდება ამ რისკებიდან მოსალოდნელი საფრთხის (მიკრობიოლოგიური, ფიზიკური, ქიმიური) მოხდენის ალბათობას და მიიღება ზომები მათი პრევენციის ან მისაღებ დონემდე შემცირების მიზნით.
იმისათვის, რომ კომპანიამ HACCP-ის მეთოდები დანერგოს უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ISO-ს შესახებ:
მსოფლიო ეკონომიკის ყველა
სექტორის წამყვანი კომპანია ბიზნესურთიერთობის დასამყარებლად ირჩევს
ISO სერთიფიკატის მქონე ორგანიზაციას, რაც
მის კონკურენტულ უპირატესობაში აისახება. ISO 9001:2008 სერიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტები წარმოადგენს ჩარჩო კონვენციას თანამედროვე ბიზნეს-სამყაროში კომერციული მიზნების ეფექტურად მიღწევისათვის.
ხარისხის მენეჯმენტის თანამედროვე სისტემები, რომლებიც ISO 9001:2008 სტანდარტების შესაბამისად არის დანერგილი, ნიშნავს რომ კომპანიის სამოქმედო სტრატეგია გარანტირებულად გულისხმობს: